ქუთაისის მერიამ ზამთრისთვის საჭირო სპეცტექნიკა 270 000 ლარად შეიძინა

ქუთაისის მერიამ ზამთრის სეზონისთვის საჭირო სპეცტექნიკის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 270 000 ლარი დახარჯა. ახლადშეძენილი ორი ერთული თოვლსაწმენდ მანქანას ქალაქში 5 დეკემბრს ჩამოიყვანენ.
tovli

ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი ირწმუნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ზამთარს მომზადებული შეხვდება. მიქიაშვილის განმარტებით, ახლადშეძენილი სპეცტექნიკის გარდა, დასუფთავების მანქანების ტექნიკური გადაწყობა მოხდა. რის შემდეგაც, სჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ ავტომანქანებით გზის მორწყვა, ასევე ტექნიკური მარილის დაყრა და გზების გაწმენდაც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება გზის გასაწმენად საჭირო ტექნიკურ მარილს, მერიამ მათ შესასყიდად ტენდერი უკვე გამოატცხადა.
ტენდერი 18 500 ლარის ღირებულების ტექნიკური მარილს და ქვიშის ნარევის შესყიდვას ითვალისწინებს. ტენდერის შედეგად მერია 400 ტონა ტექნიკური მარილის და 250მ3 ქვიშის ნარევს შეისყიდის.
თეკლე მორგოშია

Leave a comment