ქუთაისში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა 2015 წლამდე გადაიდო

ქუთაისში წლების წინ აშენებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების რეაბილიტაცია მომავალი წლიდან იგეგმება.
tualeti

ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში აშენებული ოთხი ტუალეტის შენობის რეაბილიტაციას 40 000 ლარს მოახმარს, შემდეგ კი აუქციონის გზით გაასხვისებს. საერთო ჯამში საზოგადოებრივი ტულატების პრობლემის მოსაგვარებად ქალაქის მთავრობა 2015 წლისთვის 100 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წელს ააშენა და ისინი დღემდე არ ფუნქციონირებს.
თეკლე მორგოშია

Leave a comment