სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული რეანომობილი დაზიანებული აღმოჩნდა

სამტერდიის მუნიციპალიტეტისვთის გადაცემული რეანომობილი დაზიანებული აღმოჩნდა, რის გამოც აღნიშნულ მუნიციპალიტეტს ახალ რეანომობილს გადასცემენ.
zaza

ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციაში გამართულ საკონსულაციო სხდომაზე, იმერეთის რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა, გიორგი სანდუხაძემ განმარტა. მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახამრების მანქანებზე პასუხისმგებლი ის კომპანიაა, რომელმაც ტენდერის გზით რეგიონების რეანომილებით აღჭურვის პასუხისმგებლობა აიღო.
“ეს იყო პატარა დაზიანება. თუმცა, უკან დავუბრუნეთ და მუნიციპალიტეტს ახალს გადავცემთ. ამის გარდა, ჩვენი პრიორიტეტია, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულს დამატებით, ახალი რეანომობილები გადავცეთ. რადგან ამ მუნიციპალიტეტებში ადგილმდებარების გამო უფრო მნიშვნელოვანია ზამთარში მეტი რეანომობილი იყოს”, – განმარტა შეხვედრაზე სანდუხაძემ.
მიმდინარე წლის ოქტომბერში იმერეთის რეგიონს 41 ახალი ავტომობილი გადაეცა, აქედან 9 რეანომობილი – ქუთაისს.

თეკლე მორგოშია

Leave a comment