რა ხდება შენობაში, რომელიც ქუთაისში 8 წელია შენდება (ფოტო)

ქუთაისში, ცენტრალურ უბანში მდებარე ყოფილი კინო საქართველოს შენობის ადგილას ახალი ხუთსართულიანი ობიექტი 8 წელია შენდება. მრავალფუნქციურ შენობაში კინოთეატრის 6 დარბაზი იქნება, აქედან  ორი დარბაზი 100-100 მაყურებელს დაიტევს,  ორი – 80 ადამიანს ( 3DX და 4DX  კინოდარბაზები), ხოლო  ორი VIP დარბაზი იქნება, რომელიც 10-15 კაცზე იქნება გათვლილი.
შენობაში ასევე განთავსდება ბოულინგ ცენტრი, ხოლო მეორე სართულზე ბავშვთა გასართობი ცენტრი და სხვა კომერციული ობიექტები.  შენობაში იმუშავებს  ლიფტი და ასევე, ექსკალატორი.
ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაა, რა სახელი დაერქმევა ყოფილი კინო საქართველოს შენობას. ისევე, როგორც უცნობია მშენებლობის დასრულების ზუსტი დრო.  განმარტავენ მხოლოდ იმას, რომ სამუშაოების 80% დასრულებულია. 
1 2

შენობის მთავარი კიბე
3 4
ე.წ. ჭკვიანი ლიფტი, რომელიც განთავსებულია შენობის პირველ სართულზე
5 6
ადგილი, სადაც ბოულინგ ცენტრი განთავსდება; კომერციული ობიექტების ადგილი
777777 10
კინოჩვენებების დარბაზი
19 20

ხმის დამხშობი
12 15

ექსკალატორი
25 26
მოხატული ჭერი
2716
სხვენზე ასასვლელი კიბე
7 8

28 17
18 100

Leave a comment