შსს ქუთაისში დაღუპული გოგონას საქმეზე – დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა

ქუთაისში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დამნაშავე ნაპოვნია, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას აკეთებენ:

“ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გეტყვით დამატებით დეტალებს”, – განმარტავენ “ქუთაისიპოსტთან” საუბარში შსს-ს პრესამსახურში.
23

სამინისტროში აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან ამ ეტაპზე თავს იკავაბენ.
ქუთაისში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობელმა რამდენიმე წუთის წინ მიმდინარე აქციაზე ახალი ინფორმაცია გააჟღერა. მისი განცხადებით, რეალური დამნაშავის ვინაობა დადგენილია.
ანა ჯანაშია

Leave a comment