ქუთაისის მერიის შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობა იწყება

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ცენტრალურ შესასვლელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პანდუსის მოწყობა იწყება. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, პანდუსის მოწყობის სამუშოები ერთ კვირაში დაიწყება.
dafa

“მერიის ადმინისტრაციული შენობასში შესვლის მსურველებს დროებით მოუწევთ მეორე შესასვლელით სარგებლობა,” – განაცხადა ქუთაისის მერმა.
მერიის ცენტრალური შესასვლელის გარდა, პანდუსი #31 და #6 საჯარო სკოლების შესასვლელებში, ბუხაიძის ქუჩაზე #4 სახლის და ნიკეას ქუჩის II შესახვევის #7ბ-I და 7ბ-II შენობის შესასვლელებშიც მოეწყობა.
meria-1
პანდუსი ქუთაისის მერიის ცენტრალურ შესასვლელში

ქუთაისში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის პანდუსების მოსაწყობად მერიამ 28 363 ლარად შეფასებული ტენდერი გასული წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. თუმცა, თავის დროზე აღნიშნული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. დაინტერესებულმა კომპანიამ შპს “ტაინამ” დისკვალიფიკაცია დოკუმენტაციის გამო მიიღო.
პანდუსის მოსაწყობად მერიამ ტენდერი მეორედ გასული წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა, რომელშიც შპს “ფირმა იმედმა” გაიმარჯვა. კომპანია აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში 27 777 ლარს მიიღებს. “ფირმა იმედის” 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ნესტორ ფრუიძეა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები ხელშეკრულების დაადებიდან 40 დღის განმავლობაში განახორციელოს.
ქუთაისის მერმა ასევე, განმარტა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მინის ლიფტის დამონტაჟება, რომლითაც მხოლოდ შშმ პირები ისარგებლებენ.
დეა მანაგაძე

Leave a comment