ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

ამ წუთებში ქუთაისში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრებს ქალაქის შემოსასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი. 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები, დროული გამოძიებისა და რეალური მკვლელის პოვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას ყოფილი მინისტარის ქარხანასთან არსებულ გზაჯვარედინთან მართავენ.
10957568_10204630480339447_8325945017617731882_n
ცენტრალური გზის გადაკეტვა ოჯახის წევრებმა 12 საათზე დაიწყეს, თუმცა, საპატრულო პოლიციის წინასწარი მობილიზაციით, მძღოლები შემოვლითი გზით სარგებლობენ, რის შედეგადაც გზის გადაკეტვამ რეალური შედეგი ვერ გამოიღო.
აქციაზე ოჯახის წევრებს ქალაქის მაცხოვრებლებიც შეურთდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის საქმის სამართლიანი გამოძიებაა. ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების თქმით, გამოძიების პროცესს აჭიანურებენ.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 იანვარს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი “ჯიპის” მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება “კრაზის” მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

Leave a comment